საგადახდო სქემები
საგადახდო სქემა არის საერთო წესებისა და სტანდარტული პროცედურების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს საგადახდო ინსტრუმენტით (როგორიცაა საკრედიტო გადარიცხვა, პირდაპირი დებეტი, საბარათე ინსტრუმენტი და სხვა) განხორციელებული გადახდის ოპერაციების დამუშავების წესებს და რომელსაც მართავს (მართავენ) შესაბამისი პასუხისმგებელი იურიდიული პირი (პირები). საგადახდო სქემა განსხვავდება საგადახდო სისტემისგან, რომელიც წარმოადგენს ტექნიკურ ინფრასტრუქტურას, რომელიც ამუშავებს საგადახდო სქემის წესების შესაბამისად შესრულებულ ოპერაციებს.
საქართველოში საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ ხორციელდება შემდეგი საბარათე სქემების ინსტრუმენტების გამოშვება:
2022 წლის მონაცემებით, სულ ქართული საბარათე ინსტრუმენტებით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული გადახდის ოპერაციების მოცულობაში საქართველოში გამოშვებული ვიზა, მასტერქარდის და ამერიკან ექსპრესის საბარათე ინსტრუმენტებით შესრულებული საბარათე ოპერაციების მოცულობის წილი თითოეული სქემის შემთხვევაში აღემატება 3%-ს.