მომხმარებელთა უფლებები და ფინანსური განათლება

     

    რა მიზნით შეიქმნა  მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილება და რა არის მისი ფუნქცია?

     

    საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2011 წელს შეიქმნა მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილება. განყოფილების საქმიანობას წარმოადგენს ფინანსური სექტორისთვის ამ მიმართულებით არსებული საკანონმდებლო მოთხოვნების აღსრულების მონიტორინგი. ასევე, საფინანსო სექტორში მომხმარებლის უფლებების დაცვის პრაქტიკის გაუმჯობესება. ასევე, განყოფილების ერთ-ერთი ფუნქციაა მომხმარებლებისაგან პრეტენზიების მიღება, განხილვა და შესაბამისი რეაგირება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

     

    რა მიზნით შეიქმნა ფინანსური განათლების განყოფილება და არის მისი ფუნქცია?

     

    მოსახლეობაში ფინანსური განათლების დონისა და ზოგადად ფინანსური საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლების მიზნით 2017 წელს შეიქმნა ფინანსური განათლების განყოფილება. აღსანიშნავია, რომ ფინანსური განათლების ფარგლებში შეიქმნა დამოუკიდებელი ვებ-პორტალი FinEdu, რომელიც არის პირველი ქართული საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც სრულად ეძღვნება ფინანსურ განათლებას და თავს უყრის ისეთ საგანმანათლებლო რესურსებს, როგორიცაა პუბლიკაციები და ბლოგები, ბროშურები, სახელმძღვანელოები და სხვა მსგავსი საბეჭდი და დამხმარე მასალა, ვიდეო და აუდიო კონტენტი. მეტი დეტალებისთვის გთხოვთ ეწვიოთ ფინანსური განათლების ვებგვერდს

     

    რომელი მოქმედი კანონმდებლობა არეგულირებს საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებს?

     

     

    აღნიშნული წესის მიზნებისათვის მომხმარებლად განიხილება ფინანსური სექტორის ნებისმიერი არსებული ან პოტენციური მომხმარებელი, რომელიც შესაძლოა იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, ფინანსურ ორგანიზაციად კი მიიჩნევა კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საკრედიტო კავშირი და სესხის გამცემი სუბიექტი. წესი, ერთი მხრივ, არეგულირებს მომხმარებლისთვის პროდუქტების შეთავაზებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე პროცესს, მეორე მხრივ, ადგენს ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებებს და მომხმარებლის უფლებებს ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ პერიოდშიც. ამასთან, წესით გათვალისწინებულია მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებულ პრეტენზიებზე რეაგირების საკითხები, მომხმარებლების ინფორმირების მოთხოვნები, სესხის წინსწრებით დაფარვის პროცესი და საკომისიოები, მომხმარებელთან დასადები ხელშეკრულების ფორმა და სხვა. 

     

     

    აღნიშნული წესი არეგულირებს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროებისთვის საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისა და სხვა ორგანიზაციების მიერ მათი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის მიწოდების, დამუშავებისა და აღრიცხვის საკითხებს.  

     

     

    საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი, მათ შორის, ფინანსური სექტორის მომხმარებლებისთვის, მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. აღნიშნული მუხლით დადგენილია სესხებზე დასარიცხი მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, დღიური პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა და  ვადაგადაცილების შემთხვევაში ჯამურად დასარიცხი ზღვრული თანხის ლიმიტი. ასევე, სესხის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში მაქსიმალური პირგასამტეხლოს ოდენობა. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ ამავე მუხლით გარკვეული ლიმიტის ფარგლებში დადგენილია შეზღუდვები როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირებისვის გასაცემი სესხის ვალუტაზე .

     

     

    აღნიშნული წესი უზრუნველყოს მომხმარებლისთვის საგადახდო მომსახურების პირობების ხელმისაწვდომობასა და სრულ გამჭვირვალობას იმისთვის, რომ საგადახდო მომსახურების მომხმარებელს საშუალება ჰქონდეს გათვითცნობიერებულად გააკეთოს არჩევანი. წესი ვრცელდება საქართველოში მოქმედ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზე და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე. წესი განსაზღვრავს საგადახდო მომსახურების მიღებამდე და მას შემდეგ პროვაიდერების  მიერ მომხმარებლისათვის  საგადახდო მომსახურების, მათ შორის გადასახდელი საკომისიოს შესახებ მისაწოდებელი ინფორმაციის ჩამონათვალს და მისი მიწოდების ფორმას.