დაზოგვა
დაზოგვა ამა თუ იმ მიზნით ფულის სამომავლოდ შეგროვებაა. დაზოგვის მიზანი შეიძლება სხვადასხვა იყოს: სწავლისთვის თანხის შეგროვება, სახლის ან ავტომობილის შეძენა, გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის მომზადება და სხვა.
დანაზოგის შესაქმნელად სხვადასხვა გზა არსებობს. მაგალითად, ამ მიზნით შესაძლოა საბანკო დეპოზიტი გახსნათ ან თანხა, უბრალოდ, სახლში შეაგროვოთ. თუმცა, დაზოგვის გზის არჩევისას გასათვალისწინებელია, რამდენად უსაფრთხოდაა ის შენახული და რა სარგებელი და რისკები უკავშირდება დაზოგვის ამა თუ იმ მეთოდით სარგებლობას.
სასურველია იცნობდეთ იმ ძირითად შეკითხვებს, რომლებიც უნდა დასვათ დანაზოგებთან დაკავშირებით და რომელზე მიღებული პასუხებიც დაგეხმარებათ, სწორად განსაზღვროთ, თუ სად და რა პირობებით იქნებოდა თანხის შეგროვება თქვენთვის უფრო ეფექტური დასახული მიზნების მისაღწევად.
არანაკლებ მნიშვნელოვანია დაზოგვის მიზნების სწორად განსაზღვრა, დაზოგვის მეთოდების ცოდნა, საბანკო დეპოზიტის შერჩევისა და მისი უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის ფლობა.
ვრცლად ამ და სხვა საკითხებზე ინფორმაციას შეგიძლიათ ფინანსური განათლების პორტალზე გაეცნოთ.
სასარგებლო ბმულები