ფინანსური უსაფრთხოება
თანამედროვე სამყაროში ფინანსური ინსტიტუტების რაოდენობისა და ფინანსური მომსახურების მრავალფეროვნების ზრდასთან ერთად მომხმარებლებს უფრო მარტივად მიუწვდებათ ხელი ფინანსურ რესურსებზე, უფრო მარტივად განკარგავენ საკუთარ ფულად რესურსებს და შედარებით მარტივია თანხის სესხებაც.
მეორე მხრივ, ფინანსურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის ზრდამ, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ფინანსური თაღლითობის ახალი რისკებიც წარმოშვა. თუ გარეშე პირებს თქვენს პირად მონაცემებზე წვდომის საშუალება ექნებათ, იზრდება რისკები, რომ ამ ინფორმაციას თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ. მაგალითად, თქვენი ბარათის მონაცემებით მიითვისებენ თქვენს კუთვნილ ფულად რესურსს. პირად მონაცემებზე წვდომისთვის კი ზოგჯერ საკმარისია ბარათის უყურადღებოდ დატოვება, მისი სხვა პირისთვის გადაცემა, თქვენთვის გამოგზავნილი ვირუსული შეტყობინებით პერსონალურ კომპიუტერზე ე.წ. "ჯაშუში" პროგრამების აქტივაცია და სხვა.
სასურველია იცნობდეთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა არის ფინანსური უსაფრთხოება და რატომ არის ის მნიშვნელოვანი, ფინანსური თაღლითობის რომელი სახეებია ყველაზე გავრცელებული, როგორია თითოეული მათგანის განხორციელების სქემა და როგორ შეიძლება, მისგან თავი დაიცვათ. რჩევების გათვალისწინებითა და პრაქტიკული ნაბიჯებით შეძლებთ უზრუნველყოთ თქვენი ფინანსური უსაფრთხოება საკუთარი ანგარიშების, ბარათებისა თუ მოწყობილობების დაცვის გზით.
ვრცლად ამ და სხვა საკითხებზე ინფორმაციას შეგიძლიათ ფინანსური განათლების პორტალზე გაეცნოთ.
სასარგებლო ბმულები