ცხოვრებისეული სიტუაციები

    ყველა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ნაბიჯი - იქნება ეს ოჯახის შექმნა, ბავშვის შეძენა, საკუთარი საქმის დაწყება თუ სხვა, ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას უკავშირდება. მაგალითად, ქორწინებაზე გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა დაგჭირდეთ ბინის შეძენა ან დაქირავება, საოჯახო ნივთების შეძენა, გაზრდილი ყოველდღიური ხარჯების დაფინანსება და სხვა. ასევე, თუ ოჯახის პატარა წევრი გემატებათ, მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ თქვენს ბიუჯეტში მისი კვებისა და მოვლის ხარჯებიც უნდა გაითვალისწინოთ. იმისათვის, რომ თითოეულ ასეთ მომენტს მომზადებული შეხვდეთ და ყველა ახალ გამოწვევას მარტივად გაუმკლავდეთ, მნიშვნელოვანია, მასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები წინასწარ გაითვალისწინოთ, გააანალიზოთ და დაგეგმოთ.

     
    სტუდენტობა, ქორწინება, ახალი სამსახურის დაწყება, სახლის რემონტი, გაუთვალისწინებელი შემთხვევები, საპენსიო ასაკისთვის მზადება, ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილება, მოგზაურობის დაგეგმვა, შინაური ცხოველების მოვლა - აი, არასრული ჩამონათვალი იმ ცხოვრებისეული სიტუაციებისა, რომლისთვისაც მზადება სხვა საკითხებთან ერთად ფინანსურ მზაობასაც საჭიროებს.

     

    როგორ შეიძლება მოემზადოთ ფინანსურად ცხოვრების სხვადასხვა ეტაპისთვის? რა კითხვები უნდა დასვათ იმისთვის, რომ ცხოვრების მთავარი მომენტები ფინანსურად სწორად შეაფასოთ და, შესაბამისად, სწორადაც მართოთ. ვრცლად ამ და სხვა საკითხებზე ინფორმაციას შეგიძლიათ ფინანსური განათლების პორტალზე გაეცნოთ.


    სასარგებლო ბმულები