სავალუტო ფორვარდის ინდექსი
სავალუტო ფორვარდის ინდექსი არის საქართველოს საფინანსო ბაზარზე კომერციული ბანკების სავალუტო ფორვარდის საბაზრო (საშუალო) ფასების საორიენტაციო მაჩვენებელი. მისი გამოთვლა ხდება ბანკთაშორის ფორვარდულ ბაზარზე კომერციული ბანკების მიერ დადგენილი განაკვეთების საფუძველზე. ფიზიკური და იურიდიული პირები ფორვარდული კონტრაქტების დადებას ახორციელებენ იმ კომერციულ ბანკებთან, ვინც სთავაზობს აღნიშნულ მომსახურებას (დღეისათვის ათი კომერციული ბანკი). კონკრეტული კონტრაქტისათვის ფორვარდის ფასს განსაზღვრავს კომერციული ბანკი, ხოლო ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინდექსი დაეხმარება მომხმარებელს წარმოდგენა ჰქონდეს სავალუტო ფორვარდის საბაზრო (საშუალო) ფასებზე.
სავალუტო ფორვარდული კონტრაქტი არის ფართოდ მოხმარებადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება სავალუტო რისკების ჰეჯირებისათვის (დაზღვევისათვის). ფორვარდი იძლევა შესაძლებლობას, წინასწარ განსაზღვრული კურსით, დღეს დაიდოს სავალუტო გარიგება ხოლო შესაბამისი ანგარიშსწორება განხორციელდეს მომავალში. ფორვარდის ინდექსი წარმოადგენს ორი ვალუტის საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობას. ფორვარდი არ არის გაცვლითი კურსის პროგნოზი.
08.11.2024 |
ყიდვა |
გაყიდვა |
1 კვირა | 17.93 | 30.90 |
2 კვირა | 33.49 | 62.71 |
1 თვე | 86.94 | 136.40 |
3 თვე | 212.70 | 385.85 |
6 თვე | 444.54 | 777.58 |
1 წელი | 680.87 | 1,013.74 |