კომუნიკაციის ერთიანი და უსაფრთხო ღია სტანდარტი

     

    მსოფლიოში ღია ბანკინგის განვითარების ტენდენციას საქართველოც შეუერთდა. ამ კომპლექსური მიზნის მისაღწევად საჭიროა როგორც ტექნოლოგიური ასევე საკონონმდებლო აქტების შემუშავება, რომლებიც განსაზღვრავენ ღია ბანკინგში მონაწილე მხარეების უფლება-მოვალეობებს და ასევე დაადგენენ მხარეთა შორის კომუნიკაციის წესებს.

     

    ამ მიზნით შემუშავდა „კომუნიკაციის ერთიანი და უსაფრთხო ღია სტანდარტის“ დებულების პროექტი, რომელიც დაფუძნებულია საგადახდო მომსახურების მეორე დირექტივის (Payment services (PSD 2) - Directive (EU) 2015/2366) თანმდევ რეგულაციაზე.

     

    დებულების მიზანია უზრუნველყოს ეფექტური და უსაფრთხო კომუნიკაცია ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის და გადახდის ინიციირების მომსახურების ჭრილში, ჩამოაყალიბოს მოთხოვნები კომუნიკაციის ერთიანი და უსაფრთხო ღია სტანდარტის მიმართ, შექმნას კონფიდენციალობის და მთლიანობის დაცული გარემო, ასევე, უზრუნველყოს სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტების ურთიერთთავსებადობა.

     

    "იხ. დებულება"