ვინ ვართ ჩვენ და რას გთავაზობთ

    ამჟამად ორგანიზაციაში 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ თანამშრომელთა პროდუქტიულობის გაზრდას, რასაც მათზე ზრუნვით ვახერხებთ: ვაძლიერებთ მათ მოტივაციას, ხელს ვუწყობთ მათ პროფესიულ განვითარებას და ვაყალიბებთ ჯანსაღ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.

     

    თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მიზნით, ეროვნული ბანკის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილება სებ-ის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობის საფუძველზე ყოველწლიურად გეგმავს და ახორციელებს თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ეს ხელს უწყობს არამარტო თანამშრომლების საქმიანობის ეფექტიანობის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის ზრდას, არამედ განავითარებს თანამშრომლის პოტენციალს და ამაღლებს სამუშაოსადმი მათი შემოქმედებითი მიდგომის უნარს. 

     

    ამავდროულად, სებ–ის სტრუქტურულ ერთეულებში სისტემატურად იგეგმება და ხორციელდება სხვადასხვა პროექტები სიახლეების დანერგვის და არსებული საქმიანობის განვითარების მიზნით. ეს ხელს უწყობს ორგანიზაციაში მეტი დინამიურობის შემოტანას, გუნდურობის  გაძლიერებას და თანამშრომელთა თვითრეალიზაციის ხელშეწყობას. 

     

    ორგანიზაციის შიგნით არის პოზიტიური სამუშაო გარემო. სებ-ის მენეჯმენტი კი ხასიათდება ღია და უშუალო თანამშრომლობით.

     

    ეროვნული ბანკის ძირითადი ორგანიზაციული ღირებულებებია:

     

    • პროფესიონალიზმი
    • პატიოსნება
    • გუნდურობა
    • ნდობა და ორმხრივი პატივისცემა
    • განვითარებაზე ორიენტაცია