როგორ შეგიძლია შემოგვიერთდე
საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის დაწყება შესაძლებელია ღია კონკურსის მეშვეობით.
საქართველოს ეროვნულ ბანკში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ცხადდება ღია, დახურული და გამარტივებული საჯარო კონკურსი. ეროვნულ ბანკში კონკურსის პრინციპებია: კანონიერება, კანონის წინაშე თანასწორობა, ეკონომიურობა და ეფექტიანობა, მიუკერძოებლობა, საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, გამჭვირვალობა და ღიაობა.
ღია, დახურული და გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს, კონკურსის ეტაპებს, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესს არეგულირებს შესაბამისი წესი.
სებ-ის მიერ გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
გარდა ამისა, "საქართველოს ეროვნული ბანკი" დაინტერესებულ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, სტაჟირება გაიარონ და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ სებ-ში. პროგრამის მთავარი მიზანია, სხვადასხვა აკადემიური კვალიფიკაციის მქონე სტუდენტებმა, კურსდამთავრებულებმა უშუალო ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ეროვნული ბანკის მუშაობის სპეციფიკაზე, მიზნებსა და პრინციპებზე; თავადვე ჩაერთონ სებ-ის მრავალმხრივ საქმიანობაში, განივითარონ შესაბამისი კომპეტენციები, უნარ-ჩვევები და დააგროვონ საჭირო სამუშაო გამოცდილება.
საქართველოს ეროვნული ბანკი სტაჟირების პროგრამებს აცხადებს იმ დაინტერესებულ პირთათვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უმაღლეს, ავტორიზებულ სასწავლებლებში არიან:
გარდა ამისა, კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი თეორიული ცოდნა, ან მიმდინარე აკადემიური წლის განმავლობაში სწავლობდეს იმ თემატიკის საგნებს, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკში სტაჟირებისას ინფორმაციის სწორად აღქმასა და დამუშავებაში დაეხმარება. შერჩეული სტაჟიორებისთვის სამუშაო გრაფიკი იქნება შეთავსებული მათ სასწავლო საქმიანობასთან.
საქართველოს ეროვნული ბანკი სოციალური ქსელების საშუალებით ხშირად აცხადებს კონკურსს მიმდინარე პროექტებში ჩართულობის მიზნით, იქნება ეს სტატიების გამოქვეყნება, ესსეების კონკურსი თუ მრავალი სხვა.