სებ-ი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოსთან დაკავშირებულ ახალ პროექტს აქვეყნებს

სებ-ი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოსთან დაკავშირებულ ახალ პროექტს აქვეყნებს

07 მაისი, 2018
ზედამხედველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში, ეროვნული ბანკი ასაჯაროებს "ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების" პროექტს.

დებულების პროექტის მიზანია საკრედიტო სტანდარტებისა და საკრედიტო პორტფელების ხარისხის გაუმჯობესება და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობების ხელშეწყობა, რათა მოხდეს მსესხებელთა უფლებების დაცვა ჭარბვალიანობით გამოწვეული რისკებისგან. დოკუმენტი ადგენს სესხის გაცემის კრიტერიუმებს, რომელთა შესრულებაც. დებულების დამტკიცების შემდეგ, სავალდებულო იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის.
 
აღნიშნული პროექტის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: სამართლებრივი აქტების პროექტები. ამ ინიციატივის ფარგლებში, ეროვნული ბანკი მიესალმება დაინტერესებული პირებისგან შემოთავაზებების, შენიშვნებისა და შეკითხვების მიღებას. პროექტზე მოსაზრებების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
Retaillending@nbg.gov.ge
 
ამასთან, შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს სამართლებრივი აქტის მხოლოდ სამუშაო ვერსიას, რომელიც საბოლოო რედაქციამდე, განხილვის პროცესში, შეიძლება დაექვემდებაროს შინაარსობრივი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს.
სხვა სიახლეები