ლიცენზირების მოთხოვნები
საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებით დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს ეროვნულ ბანკს და წარუდგინოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ინფორმაცია. ლიცენზირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები განსაზღვრულია შემდეგი სამართლებრივი აქტებით:
საზედამხედველო კაპიტალი 50 (ორმოცდაათი) მილიონი ლარის ოდენობით, "კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 3 მაისი №61/04 ბრძანების შესაბამისად.
შეფასების პროცესის ერთ-ერთი ძირითადი ასპექტია ლიცენზიის მაძიებლის ბიზნესგეგმის ადეკვატურობის, განხორციელებადობისა და საბანკო სექტორში მის პოტენციური პოზიციის შეფასება.
ბიზნესგეგმა უნდა მოიცავდეს:
სალიცენზიო განაცხადი უნდა მოიცავდეს მნიშნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ინფორმაციას მნიშნელოვანი წილის მესაკუთრის თაობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში- 20 უმსხვილესი აქციონერის შესახებ საიდენტიფიკაციო ინფორმაციას დეტალური ინფორმაცია შესაფერისობის მოთხოვნების შესახებ იხილეთ ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის II1 თავში.
ადმინისტარტორები (სამეთვალოყურეო საბჭოს წევრები, დირექტორები და სხვა პირები, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ საბანკო საქმიანობების დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა) უნდა აკმაყოფილებდნენ როგორც ინდივიდუალური, ისე ერთობლივი შესაფერისობის მოთხოვნებს "კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულება").
საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი პირის ჯგუფის სტრუქტურა, მფლობელობის სტრუქტურა, მმართველობის სტრუქტურა და საოპერაციო საქმიანობა/გარემო უნდა იყოს გამჭვირვალე, შეესაბამებოდეს სათანადო კორპორაციული მართვის სტანდარტებს, უზრუნველყოფდეს ეფექტიანი ინდივიდუალური ან კონსოლიდირებული ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობას და საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ბანკის ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას.
მფლობელობის სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მონაცემებს მფლობელობის ყველა დონის შესახებ, უშუალო აქციონერების, შუალედური მფლობელების და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრეების ჩათვლით (წარმოსადგენი ინფორმაციის დეტალური ჩამონათვალი იხილეთ ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-31 მუხლში.)
ეროვნული ბანკი აფასებს ლიცენზიის მაძიებლის მდგრადი ფუნქციონირების შესაძლებლობას, რისთვისაც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს:
(წარმოსადგენი ინფორმაციის დეტალური ჩამონათვალი იხილეთ ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-31 მუხლში.)
სალიცენზიო მოსაკრებელი წარმოადგენს 200 000 ლარს (,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველის კანონის შესაბამისად).
საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრულ ბანკად განიხილავს ისეთ საბანკო ბიზნეს მოდელს, რომელსაც გააჩნია პოტენციალი გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, შეამციროს ფინანსური შუამავლობის ხარჯი და, ამავე დროს, აკმაყოფილებს პრინციპებით განსაზღვრულ ტექნოლოგიურ კრიტერიუმებს.
ლიცენზირების ზოგად მოთხოვნებთან ერთად, ეროვნულმა ბანკმა ციფრული ბანკის ლიცენზირების სპეციფიური პრინციპები შეიმუშავა, რაც მიზნად ისახავს ფინანსურ სექტორში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების განვითარების ხელშეწყობას, ფინანსური სტაბილურობისა და მომხმარებელთა ფინანსური ჩართულობის გაზრდისთვის.
აღნიშნული პრინციპები, ციფრული ბანკის ლიცენზირების დეტალური მოთხოვნები და პროცესის აღწერა ხელმისაწვდომია ბმულებზე:
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობითი მიმართვის მიღებამდე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელთან გამართოს შესაბამისი კონსულტაციები, წინარე კონსულტაციების მიზანია დაინტერესებულ პირებს პროცესისა და დასაკმაყოფილებელი მოთხოვნების შესახებ სრულყოფილი აღქმა და სწორი მოლოდინები შეექმნათ წინარე კონსულტაციების მიზანია დაინტერესებულ პირებს პროცესისა და დასაკმაყოფილებელი მოთხოვნების შესახებ სრულყოფილი აღქმა და სწორი მოლოდინები შეექმნათ.
ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტაციასა და ინფორმაციას განიხილავს სრულყოფილი წერილობითი მიმართვის მიღების შესახებ დასტურის გაცემიდან 6 თვის ვადაში და ლიცენზიის მაძიებელს აცნობებს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე დასაბუთებულ უარის თქმის ან თანხმობის განცხადების შესახებ.
საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ეროვნული ბანკი შეისწავლის წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და აფასებს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ბიზნესგეგმის ადეკვატურობასა და განხორციელებადობას, საბანკო სექტორში მის პოტენციურ პოზიციას და მისი მდგრადი ფუნქციონირების შესაძლებლობას.
ამასთან, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განხილვის პერიოდში ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოითხოვოს ნებისმიერი სხვა, დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად კონკრეტულ შემთხვევაში.
ლიცენზირებასთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეროვნულ ბანკს შემდეგ ელ-ფოსტაზე მიმართონ: