სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა საპენსიო სააგენტოს მმართველობითი საბჭოს წევრებს შეხვდა

სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა საპენსიო სააგენტოს მმართველობითი საბჭოს წევრებს შეხვდა

02 აპრილი, 2025

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საპენსიო სააგენტოს მმართველობითი საბჭოს ახალ წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მანდატის გაფართოება, რომელიც 2025 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება.

აღნიშნული ცვლილების ფარგლებში, ეროვნული ბანკი ზედამხედველობას გაუწევს არა მხოლოდ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობას, არამედ სააგენტოს ადმინისტრაციულ და სხვა საოპერაციო ფუნქციებსაც.

დისკუსიის ფარგლებში, ყურადღება დაეთმო მმართველობითი საბჭოს წევრების სამომავლო გეგმებსა და გარდამავალი პერიოდის განმავლობაში საპენსიო სააგენტოს ზედამხედველობის ეფექტიანობის უზრუნველყოფას.

„ჩვენი, როგორც ზედამხედველის, მთავარი მიზანია საპენსიო სააგენტოს მონაწილეთა დანაზოგების უსაფრთხოებისა და ეფექტიანი მართვისთვის საიმედო გარემოს უზრუნველყოფა იმ საზედამხედველო მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც კანონმდებლობამ მოგვანიჭა. დღევანდელი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მის ფარგლებში მიმოვიხილეთ გარდამავალ პერიოდში ახლად შექმნილი ბორდის საქმიანობა და ზედამხედველობასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

02 აპრილი, 2025

ფოტოგალერეა

7

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდი იყენებს Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესების, და უკეთესი ნავიგაციის მიზნით.

თუ აგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას, ამით თანხმობას აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე.

Cookie-ფაილების წესები და პირობები

წარმატებით განახლდა