კომერციული ბანკის ს.ს. „კრედო ბანკი“-სთვის (ს/კ 205232238) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    განხორციელდა კომერციული ბანკი ს.ს. „კრედო ბანკი“-ს (ს/კ 205232238) დაჯარიმება 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) ლარის ოდენობით. კერძოდ:

     

    1. შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 3 (სამი) შემთხვევის გამო,
    2. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 9 (ცხრა) შემთხვევის გამო,
    3. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის N1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების გამოვლენისა და სამსახურისთვის წარდგენის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის დანერგვის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო.