ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, შპს „ბელისიმო“-სათვის (ს/ნ 445536260) ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე

    შემოწმების შედეგად გამოვლინდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 15 ნოემბრის №248/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით“ განსაზღვრული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის 2022 წლის I ნახევრის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით ეროვნული ბანკისათვის არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის 1 (ერთი) შემთხვევა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული "ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის" მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის "დ" ქვეპუნქტი (2021 წლის 6 აპრილის შემდგომ მდგომარეობით) შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 1 000 ლარის ოდენობით, თითოეულ ფაქტზე. სულ - 1 000 (ათასი ათასი) ლარი;

     

    შემოწმების შედეგად გამოვლინდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის ან/და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 1 (ერთი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 05 თებერვლის N17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“-ს (2021 წლის 6 აპრილის შემდგომ მოქმედი რედაქციით) მე–3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ ფაქტზე, სულ 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.

     

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ჯარიმა ჯამში 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.