ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ფულადი ჯარიმა

    საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 15 ნოემბრის №248/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის“ თანახმად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს ევალებათ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარმოადგინონ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგება.

    5 (ხუთ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ დაფიქსირდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის 2022 წლის მეორე ნახევარი წლის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობის ფაქტი.

    1. ვალუტის გადამცვლელი 3 (სამი) პუნქტის (ინდ. მეწარმე "გიგა გურიელიძე" (ს/ნ 146966469), შპს "ი ვი ემ ჯორჯია" (ს/ნ 406259837) და შპს "ფავორიტი-54" (ს/ნ 216288675)) შემთხვევაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის, მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
    2. 2 (ორი) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის (შპს "კაკტუსი" (ს/ნ 439868733) და შპს "ყაზბეგი მანი ჩეინჯ" (ს/ნ 441485233)) მიერ დაფიქსირდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის განმეორებით წარმოუდგენლობის ფაქტი, რის გამოც განხორციელდა ზემოთხსენებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების გაუქმება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 ლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი“-ს მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.

    სულ ჯარიმის მოცულობამ 9 000 (ცხრა ათასი) ლარი შეადგინა.