შალვა მხატრიშვილი, Wim Boonstra
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ქვეყანა უკვე მრავალი წელია, რაც აქტიურად ავითარებს CBDC (ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის) პროექტებს, თითქმის ყველა მათგანი ჯერ კიდევ შორს არის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისგან - გამოუშვას თუ არა CBDC. ჩვენი ახსნა მდგომარეობს იმაში, რომ CBDC დაკავშირებულია ძალიან ბევრ კომპრომისთან: ზოგიერთი მიზნის (პირველი „განზომილება“) პრიორიტეტულობა მოითხოვს კონკრეტულ დიზაინერულ გადაწყვეტილებებს (მეორე „განზომილება“), რომლებიც შეუძლებელს ხდის სხვა მრავალი მიზნის მიღწევას (მესამე „განზომილება“). CBDC-სთან დაკავშირებულ ლიტერატურაში ამ კომპრომისების სისტემატური მოდელირება არ არის დაფარული. ამ მიმართულებით ჩვენი წვლილი CBDC დიზაინის ინსტრუმენტთა აგებული ნაკრებია, რომელიც დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია მოთხოვნის საფუძველზე. ამ ინსტრუმენტთა ნაკრების ორ ქვეყანასთან მიმართებაში გამოყენებით, გამოვავლინეთ ათზე მეტი კომპრომისი, რომელიც თითოეული ქვეყნის ხელისუფლებას არ აქვს გაანალიზებული მათ CBDC-ზე დაკავშირებულ ოფიციალურ პუბლიკაციებში. ეს სტრუქტურულად აჩვენებს, თუ რატომ შეჩერდა მრავალი CBDC პროექტი საწყისი ენთუზიაზმის შემდეგ. ასევე, ეს ნაწილობრივ ხსნის, თუ რატომ არსებობს ამდენი განსხვავებული შეხედულება CBDC-ს მიმართ და რატომ არიან განვითარებადი ეკონომიკები ამ მიმართულებით უფრო აქტიურები.