კვლევითი ნაშრომები

    კოვიდ-19 და 3-ვარსკვლავიანი მოხმარების ფუნქციის აღდგენა აშშ-ში

    მარიამ ჭანტურია, ჯარედ ლაქსტონი, დუგლას ლაქსტონი, შალვა მხატრიშვილი

    საკვანძო სიტყვა:მოხმარების ფუნქცია, მონეტარული პოლიტიკა, ნეიტრალური განაკვეთი
    სერიის ნომერი:NBG-WP 03/2024
    თარიღი:4 ივნისი, 2024

    კოვიდ-19 უპრეცედენტო შოკს წარმოადგენდა, რომელიც ძალიან ძლიერ ფისკალურ და მონეტარულ სტიმულში ითარგმნა, რაც, საბოლოოდ, S&P-ის გაორმაგებასა და აშშ-ში უძრავი ქონების ფასების 50%-ზე მეტით ზრდაში აისახა. აქტივების ფასების ასეთი ზრდა, ფინანსურ დანაზოგებთან ერთად, აშშ-ს შინამეურნეობების წმინდა ქონების ზრდაში გამოვლინდა. კერძოდ, 2020 წლის 1-ლი კვარტლიდან 2023 წლის მე-4 კვარტლამდე 45 ტრილიონით გაიზარდა შინამეურნეობების წმინდა ქონება, რაც აშშ-ს 2019 წლის მშპ-ს დაახლოებით ორჯერ აღემატება (აშშ-ში 2019 წლის მშპ 21 ტრილიონ დოლარს შეადგენდა). ჩვენ გვჯერა, რომ მოცემული მაკროეკონომიკური ფაქტორები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის განვითარებაში.  ჩვენი ანალიზი იწყება COVID-19-მდე და მისი მიმდინარეობის დროს აშშ-ის მოხმარების განმსაზღვრელი ფაქტორების შესწავლით. ჩავატარეთ ორ-ნაბიჯიანი რეგრესული ანალიზი, რომლის ფარგლებშიც შევაფასეთ აშშ-ის მოხმარების ფუნქცია სხვადასხვა პერიოდებისთვის, მათი განსხვავებული მახასიათებლების გათვალისწინებით, და თითოეულ ნაბიჯზე სხვადასხვა დამხმარე ცვლადის ჩართვით, COVID-19-ის პერიოდში პარამეტრების სტაბილურობა შევინარჩუნეთ. აღსანიშნავია, რომ მოცემული ანალიზი წარმოადგენს პირველ ეტაპს შესაძლო მაკრო-ფინანსური რისკების გასააზრებლად, რომლებიც, თავის მხრივ, ეკონომიკაში არსებული დისბალანსით არის გამოწვეული. ასევე, ამავე კონტექსტში, მიმოვიხილავთ თუ რამდენად მკაცრი არის მონეტარული პოლიტიკის პოზიცია რეალური ეკონომიკური აქტივობის შესანელებლად. საბოლოოდ, ჩვენი ანალიზი აძლიერებს იმ არგუმენტს, რომ COVID-19-ის შემდგომ პერიოდში დაბალი დანაზოგების დონე სავარაუდოდ შენარჩუნდება, სანამ ეკონომიკაში ფინანსური პირობები საკმარისად არ გამკაცრდება და აქციებისა და უძრავი ქონების ფასები კორექციას არ დაიწყებს.

    კოვიდ-19 და 3-ვარსკვლავიანი მოხმარების ფუნქციის აღდგენა აშშ-ში