GCSD სისტემა

    საფონდო ბირჟის ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემა

     

    გარდა ეროვნული ბანკის CSD სისტემისა, 1999 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი (GSCD). აღნიშნული სისტემის ოპერატორია ს.ს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი“, რომელიც ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. ცენტრალური დეპოზიტარის სისტემის ძირითადი მიზანია ფასიანი ქაღალდებით დადებული გარიგებების კლირინგი და ანგარიშსწორება, რისთვისაც, იგი ხსნის ფასიანი ქაღალდების ანგარიშებს, ინახავს და აღრიცხავს მისი მონაწილეების მფლობელობაში (როგორც საკუთარ, ისე ნომინალურ მფლობელობაში)  არსებულ ფასიან ქაღალდებს გარდა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისა. ანგარიშსწორება ხორციელდება DvP პრინციპების დაცვით ცენტრალურ დეპოზიტარში შესაბამისი ფასიანი ქაღალდების წინასწარ დეპონირებისა და მონაწილის მომსახურე რეზიდენტი კომერციული ბანკის (ანგარიშსწორების აგენტის) მეშვეობით. 

    GSCD-ს ძირითადი მფლობელებს სს „თბილისის საფონდო ბირჟა“ და სს „საქართველოს საფონდო ბირჟა“ წარმოადგენენ.