მოქმედების სფერო

    საგადახდო სისტემების კლასიფიკაცია


    საგადახდო სისტემების ზედამხედველობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ამოცანაა მოახდინოს იმ საგადახდო სისტემების იდენტიფიკაცია, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ფინანსური სისტემის სტაბილურობისა და საქართველოს ეკონომიკისათვის. 


    საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოში მოქმედ საგადახდო სისტემებს ყოფს სამ კატეგორიად:

    1. სისტემურად მნიშვნელოვანი სისტემა
    2. გამორჩეულად მნიშნელოვანი სისტემა
    3. სხვა სისტემა

    საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების კანონის შესაბამისად სისტემურად მნიშვნელოვან სისტემად შეიძლება აღიარებული იქნეს საქართველოში რეგისტრირებული როგორც ფულადი სახსრების საგადახდო სისტემა, ასევე ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები, რომლთაც ყავთ სამი ან მეტი მონაწილე და მნიშვნელოვან როლს თამაშობს

    საზოგადოების ნდობის და/ან საგადახდო სისტემის ან/და ფინანსური სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. 

    საქართველოს ეროვნული ბანკი სისტემურად მნიშნელოვა მნიშვნელოვან სისტემად აგრეთვე აღიარებს ისეთ სისტემას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური შოკებისა და ხარვეზების გადაცემა ეროვნული ეკონომიკისა და ფინანსური სისტემის ფარგლებში და რომელიც ქმნის სისტემურ რისკებს. ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი სისტემის ჩავარდნას, ხარვეზებს მის მუშაობაში ან რისკების არაადექვატურ მართვას შეუძლია საფრთხე შეუქმნას ფინანსური ბაზრებისა და მთლიანად ეკონომიკის სტაბილურობას. მნიშვნელოვანი სისტემებთან დაკავშირებული სისტემური რისკების ადექვატური მართვისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, აწესებს მკაცრ სტანდარტებს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ასეთი სისტემების უსაფრთხო და ეფექტური ფუნქციონირება. 

    ზოგიერთი საგადახდო სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზები მის ფუნქციონირებაში აქ ქმნიან საფრთხეს ფინანსური სტაბილურობისათვის, მაინც დიდ როლს თამაშობენ მომხმარებლების ფართო მასებისა და ზოგადად რეალური ეკონომიკისათვის. ასეთი საგადახდო სისტემების ჩავარდნა მართალია არ იწვევს ფინანსური სტაბილურობის შერყევას, მაგრამ შეიძლება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი გამოიწვიოს, ან შეარყიოს საზოგადოების ნდობა ცალკეული საგადახდო ინსტრუმენტების ან ზოგადად ვალუტის მიმართ. ამ მიზეზებით ეროვნული ბანკი აღიარებს ასეთ სისტემებს გამორჩეულად მნიშნელოვან სისტემებად. საქართველოს ეროვნული ბანკი გამორჩულად მნიშვნელოვან სისტემებს უწესებს დამატებით მოთხოვნებს, რომლებიც ეფუძნება მნიშვნელოვანი სისტემებისათვის დაწესებული სტანდარტებს. იმის გამო, რომ ასეთი სისტემების შემთხვევაში ჯამური ფინანსური რისკი გაცილებით მცირეა, ვიდრე სისტემურად მნიშვნელოვანი სისტემების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი აწესებს მნიშვნელოვანი სისტემების სტანდარტების იმ ჩამონათვალს, რომლის დაცვა არ არის სავალდებულო განსაკუთრებული სისტემებისათვის.


    საგადახდო სისტემების მესამე კატეგორიას განეკუთვნება ყველა ის დანარჩენი საგადახდო სისტემა, რომლებიც შედარებით უმნიშვნელო როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკასა და ფინანსურ სტაბილურობაში. ასეთი საგადახდო სისტემისაგან ეროვნული ბანკი ძირითადად ახორციელებს კანონით დადგენილი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას და საგადახდო სისტემის მიერ კანონით დადგენილი მინიმალური მოთხოვნების დაცვას.

     

    მნიშვნელოვან სისტემად აღიარების კრიტერიუმები 

     

    მნიშვნელოვანი სისტემების ჩამონათვალი