მონეტარული პოლიტიკის რეაქციის ფუნქცია

    მონეტარული პოლიტიკის რეაქციის ფუნქციის კონკრეტული სპეციფიკაცია ითვალისწინებს, რომ პოლიტიკის განაკვეთი (𝒊𝒕) იცვლება უმეტესწილად (4 კვარტალის შემდგომ) მოსალოდნელი ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლიდან გადახრის (𝝅𝟒𝒕+𝟒 − 𝝅𝒕𝒂𝒓t+4) და მცირედით მიმდინარე გამოშვების გაპის (𝒚̂𝒕) საპასუხოდ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მონეტარული პოლიტიკა უნდა იყოს თანმიმდევრული და რისკები მაკროეკონომიკური პროგნოზების შეფასებისას დიდია, საპროცენტო განაკვეთები არ იცვლება ერთბაშად, არამედ ხასიათდება გარკვეული ინერციულობით (ეტაპობრივობით). ეს ყოველივე გამოიხატება შემდეგი კონკრეტული სპეციფიკაციის ფუნქციაში:

     

                        𝒊𝒕 = 𝛾1𝒊𝒕−𝟏 + (1 − 𝛾1)[𝒊𝑵t + 𝛾2𝐸𝑡(𝝅𝟒𝒕+4 − 𝝅𝒕𝒂𝒓t+4) + 𝛾3𝒚̂𝒕] + 𝜺𝒊t − 𝛾4𝜺𝒕𝒂𝒓t

     

    სადაც,
    𝒊𝒕 - მონეტარული პოლიტიკის განაკვეთია
    𝒊𝒕−𝟏 - წინა პერიოდის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი
    𝒊𝒕𝑵 - პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალური დონე
    𝝅𝟒𝒕+4 - მომავალი ოთხი კვარტალის შემდგომ მოსალოდნელი სამომხმარებლო ფასების ინფლაცია
    𝝅𝒕𝒂𝒓t+4 - ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი
    𝒚̂𝒕- გამოშვების გაპი
    𝜺𝒊t - პოლიტიკის განაკვეთის შოკი
    𝜺𝒕𝒂𝒓t - ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის ცვლილებით გამოწვეული შოკი


    მონეტარული პოლიტიკის რეაქციის ფუნქციასთან ერთად ძირითადი მაკროეკონომიკური მოდელი ძირითადად მოიცავს ეკონომიკის ერთობლივი მოთხოვნის, ერთობლივი მიწოდებისა და დაუზღვეველი საპროცენტო განაკვეთის პარიტეტის ამსახველ განტოლებებს.