კაპიტალის სტანდარტები
საქართველოს საბანკო სექტორისათვის განსაზღვრული კაპიტალის მოთხოვნები ეფუძნება ბაზელ III-ის სტანდარტსა და ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 26 ივნისის 575/2013 რეგულაციისა და 2013/36/EU დირექტივას (CRR-CRD package).
კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები განისაზღვრება "კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებით", რომლის თანახმადაც, პილარ 1-ის ფარგლებში, მინიმალური მოთხოვნები განისაზღვრება შემდეგნაირად:
დამატებით, კომერციულ ბანკებს უწესდებათ კაპიტალის კომბინირებული ბუფერის მოთხოვნა, რომელიც შედგება კაპიტალის კონსერვაციის ბუფერის (2,5%-ის ოდენობით), კონტრციკლური ბუფერისა (0-2.5% ფარგლებში) და სისტემურობის ბუფერისგან.
პილარ 2-ის ფარგლებში ბანკებისთვის განისაზღვრება კაპიტალის დამატებითი ბუფერი იმ რისკებისთვის, რომელსაც არ მოიცავს "კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებით" დაწესებული პილარ 1-ის მოთხოვნები. აღნიშნული რეგულირდება "პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესით". პილარ 2-ის მოთხოვნები მოიცავს შემდეგ ბუფერებს:
პილარ 3-ის ფარგლებში კომერციული ბანკებს უწესდებათ გამჟღავნების მოთხოვნები, რომლის მიზანიც საბაზრო დისციპლინის გაძლიერებაა.
სასარგებლო ბმულები