ინსტრუმენტები

    ეროვნული ბანკის ოვერსაიტის განხორციელებისათის აღჭურვილია შემდეგი უფლებამოსილებებით:

    1. საზოგადოების ნდობის, საგადახდო სისტემისა და ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით აღიაროს მნიშვნელოვან სისტემად საგადახდო სისტემა, რომლებსაც გააჩნიათ სისტემური რისკების წარმოქმნის პოტენციალი;
    2. დაუწესოს მნიშვნელოვან სისტემებს დამატებითი მოთხოვნები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მათი მხრიდან სისტემური რისკების ადექვატური კონტროლი;
    3. დაუწესოს საგადახდო  სისტემებს მოთხოვნები სისტემის ოპერირებასთან დაკავშირებით.

    ამ ძირითადი საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელებისათვის საქართველოს კანონი საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ ანიჭებს  საქართველოს ეროვნულ ბანკს შემდეგი ინსტრუმენტების გამოყენების უფლებებს:    

    • საგადახდო სისტემებისაგან სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, რათა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინოს რამდენად აკმაყოფილებს ისინი მნიშვნელოვან ან განსაკუთრებულ სისტემებად  აღიარების კრიტერიუმებს და განსაზღვროს რამდენად გააჩნიათ მათ სისტემური რისკების გამოწვევის პოტენციალი;
    • აღიარებული სისტემები განსაზღვრა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების ზედამხედველობის ქვეშ მოქცევა, თუ საქართველოს ეროვნულ ბანკს მიაჩნია, რომ აღიარებული საგადახდო სისტემები იწვევენ სისტემურ რისკებს, ან თუ ეს წარმოადგენს საზოგადოებრივ ინტერესს;
    • გარკვეული პირობებით მნიშვნელოვანი სისტემების "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონითა კანონით და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი დამატებითი მოთხოვნების შესრულებისაგან განთავისუფლება;
    • ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურების როგორც დისტანციური, ასევე ადგილზე შემოწმების განხორციელება;
    • ზედამხედველობის ფარგლებში მიღებული ყველა ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა, თუმცა დასაშვებია ინფორმაციის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საზედამხედველო ინსტანციებთან, ან კანონის განსაზღვრულ სხვა ორგანოებთან გაცვლა;
    • სისტემური რისკების ადეკვატურობის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვან სისტემისათვის გარკვეული ქმედებების განხორციელების ან გარკვეული ქმედებებისაგან თავის შეკავების წერილობითი მოთხოვნა, თუ ეს ქმედებები იწვევს სისტემური რისკების კონტროლის არაადეკვატურობას;
    • ნორმატიული აქტების გამოცემა და დამატებითი მოთხოვნების დადგენა სისტემის წესებთან, პროცედურებთან, სტანდარტებთან, სისტემის მონაწილეთა უფლებებთან და მოვალეობებთან, სისტემის უსაფრთხოებასთან და ტექნიკურ უზრუნველყოფასთან და სისტემის ოპერირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან მიმართებაში;
    • საქართველოს ეროვნულ ბანკისათვის საგადახდო სისტემების მიერ ყველა იმ ცვლილების შესახებ შეტყობინების ვალდებულება, რომლებიც იწვევს საგადახდო სისტემის საქმიანობის სქემის ცვლილებას და შესაძლოა თან სდევდეს სისტემური რისკების ცვლილება.