Moneyval - მა საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში დაამტკიცა
ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მიდგომების ეფექტურობა იმ მიზნების მისაღწევად, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საფინანსო სექტორში AML/CFT სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის და ასევე გამახვილებულია ყურადღება, რომ Moneyval-ის წინა ვიზიტის შემდეგ (2011 წელი) ფინანსური ინსტიტუტების შესაბამისობის დონე გაზრდილია, კერძოდ:
ანგარიშის თანახმად, ტექნიკური შესაბამისობის კუთხითაც ასევე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღინიშნება. საქართველოს ეროვნულ ბანკს შემუშავებული და დანერგილი აქვს ეფექტური სამართლებრივი და საზედამხედველო ჩარჩო, რომელიც შესაბამისობაშია FATF-ის რეკომენდაციებთან.
ფინანსური ინსტიტუტების შიდა სისტემის FATF-ის რეკომენდაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას Moneyval-ის ანგარიშში მითითებული რეკომენდაციების შესასრულებლად და ფინანსურ სექტორში AML/CFT შესაბამისობის დონის კიდევ უფრო ასამაღლებლად.