BSTDB-ის მმართველთა საბჭოს მე-17 ყოველწლიური შეხვედრა
21 ივნისს, სასტუმრო
„თბილისი-მარიოტში“, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის(BSTDB) მმართველთა
საბჭოს
მე-17
ყოველწლიური
შეხვედრა
გაიმართა,
რომელსაც
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
პრეზიდენტი,
BSTDB-ის
მმართველი
საქართველოს
მხრიდან
გიორგი
ქადაგიძე
თავმჯდომარეობდა.
„საქართველოს ეროვნული
ბანკი
და
ქვეყნის
მთავრობა
აქტიურად
მუშაობს
შავი
ზღვის
ვაჭრობისა
და
განვითარების
ბანკთან
ერთად
საქართველოსა
და
შავი
ზღვის
რეგიონის
განვითარების
მიმართულებით.
ძალიან
მნიშვნელოვანია,
რომ
ბანკის
მენეჯმენტმა
მიიღო
გადაწყვეტილება
წლიური
შეხვედრის
საქართველოში
ჩატარების
შესახებ.
ჩვენ
მჭიდრო
კომუნიკაცია
გვაქვს
ბანკთან
და
ქვეყნის
პრიორიტეტები
გათვალისწინებულია
ბანკის
განვითარების
სტრატეგიაში.
ღონისძიებაში
მონაწილეობენ
თერთმეტი
ქვეყნის
მთავრობისა
და
ცენტრალური
ბანკების
მაღალი
თანამდებობის
პირები,
საერთაშორისო
ინსტიტუტებისა
და
ბიზნეს
წრეების
წარმომადგენლები.
ეს
მნიშვნელოვანია
ქვეყნისათვის,
დააინტერესოს
და
მოიზიდოს
ინვესტორები.
ეს არის ორგანიზაცია, რომელიც სულ უფრო მეტად
ზრდის
საფინანსო
მასშტაბებს
საქართველოში
და
აფინანსებს
სხვადასხვა
პროექტებს.
ჩვენი
ამოცანაა,
ეს
დაფინანსება
კიდევ
უფრო
გაიზარდოს,
რაც
თავისთავად
ნიშნავს
ჩვენი
ბიზნესისათვის
მეტ
ხელმისაწვდომობას
გრძელვადიან
ფინანსურ
რესურსზე.
BSTDB ძირითადად
იყენებს
საქართველოს
საბანკო
სექტორს
როგორც
შუამავალს
ეკონომიკის
დაფინანსებისთვის,
ჩვენ
გვქონდა
საუბარი
იმის
თაობაზე,
რომ
შემდეგ
ეტაპზე
გაიზარდოს რეალური სექტორის პირდაპირი დაფინანსება, უკვე ასე ვთქვათ
ქართული
ბანკების
გვერდის
ავლით,
რადგან
ამის
აუცილებლობა
აღარ
არის.
წლიური შეხვედრის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ბიზნესფორუმი,
რომელიც
ქართველ
ბიზნესმენებს
აძლევს
შესაძლებლობას
გაააქტიურონ
თანამშრომლობა
ფინანსურ
ინსტიტუტებთან“,
- განაცხადა
ეროვნული
ბანკის
პრეზიდენტმა
გიორგი
ქადაგიძემ.
შეხვედრაზე მმართველთა საბჭომ შეაფასა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის საოპერაციო
შედეგები,
განიხილა
წლიური
ანგარიში
და
2014 წლის
საფინანსო
ანგარიშგებები,
მიიღეს
გადაწყვეტილება
წმინდა
შემოსავლის
განთავსების
შესახებ.
აღსანიშნავია,
რომ
2014 წლის
განმავლობაში
ბანკის
აქტიური
პორტფელი
წინა
წელთან
შედარებით
23%-ით
არის
გაზრდილი.
დირექტორთა
საბჭომ
დაამტკიცა
29 ახალი
ოპერაცია,
მთლიანობაში
350 მილიონი
ევროს
ოდენობით.
შავი
ზღვის
ვაჭრობისა
და
განვითარების
ბანკი
უკვე
ათი
წელია
კვლავაც
რჩება
შემოსავლიან
და
სტაბილურ
ორგანიზაციად.
BSTDB მხარს უჭერს
საქართველოს
ეკონომიკურ
პრიორიტეტებს
და
ეხმაურება
ქვეყნის
ბიზნეს
საჭიროებებს.
ბანკის
ჯამური
განთავსება
საქართველოში
180 მილიონ
ევროს
უტოლდება.
აქტიური
პორტფელი
100 მილიონ
ევროს
შეადგენს,
რომელიც
ძირითადად
განთავსებულია
მცირე
და
საშუალო
ბიზნესის
განვითარების
მხარდასაჭერად.
მომდევნო
წლებში
ბანკის
მხარდაჭერა
ფოკუსირებული
იქნება
ეკონომიკის
რეალურ
სექტორებზე,
რაც
ხელს
შეუწყობს
სამუშაო
ადგილების
შექმნას.
საქართველოს
მცირე
ბიზნესი ბანკისგან გააგრძელებს დაფინანსების მიღებას სპეციალური
საკრედიტო
ხაზების
საშუალებით
მცირე
და
საშუალო
ბიზნესის
განვითარებისათვის,
ადგილობრივი
საფინანსო
ინსტიტუტებს
გაუგრძელდებათ
მიკროფინანსირება,
ლიზინგი
და
სავაჭრო
დაფინანსება.
წლიური შეხვედრის ფარგლებში, 19 ივნისს, შავი ზღვის
ვაჭრობისა
და
განვითარების
ბანკმა,
საქართველოს
მთავრობასა
და
საქართველოს
ეროვნული
ბანკთან
ერთად
რეგიონულ
ბიზნესფორუმს
უმასპინძლა,
რომელზეც
განიხილეს
მეწარმეობის
განვითარების
და
კაპიტალის
ხელმისაწვდომობა,
განსაკუთრებით
მცირე
და
საშუალო
ბიზნესისთვის.
BSTDB-ის
საბანკო
ჯგუფმა
შეხვედრები
გამართა
ფორუმში
მონაწილე
კომპანიებთან
და
მათთან
ერთად
ახალი
პროექტებისა
და
თანამშრომლობის
შესაძლებლობები
განიხილეს.
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) წარმოადგენს
საერთაშორისო
საფინანსო
ინსტიტუტს.
ბანკის
დამფუძნებლები
არიან:
ალბანეთი,
სომხეთი,
აზერბაიჯანი,
ბულგარეთი,
საქართველო,
საბერძნეთი,
მოლდოვა,
რუმინეთი
და
რუსეთი.
მისი
შტაბ-ბინა არის საბერძნეთში,
სალონიკში.
BSTDB ხელს
უწყობს
მისი
წევრი
ქვეყნების
ეკონომიკურ
განვითარებასა
და
რეგიონალურ
თანამშრომლობას
სესხების
გაცემის,
საკრედიტო
ხაზების,
პროექტებისთვის
გარანტიისა
და
სახელმწიფო
და
კერძო
სექტორებში
სავაჭრო
დაფინანსების
მეშვეობით.
ბანკის
გაცხადებული
კაპიტალი
3.45 მილიარდ
ევროს
შეადგენს.
BSTDB -ს
„სტანდარტ
ენდ
ფუარის“
(Standard and Poor’s) მიერ მინიჭებული
აქვს
გრძელვადიანი
„A”, ხოლო
„მუდისის“(Moody’s)
მიერ
- A2.