26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 მაისი, 2016
დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. რუსთაველის თეატრის ფოიეში გამართულ ისტორიული ექსპონატების გამოფენაზე ქვეყნის მთავარმა ბანკმა ეროვნული ვალუტის, როგორც სახელმწიფოებრიობის აუცილებელი ატრიბუტიკის, მისი განვითარების დონის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა წლების ემისიის ლარის ბანკნოტები და მონეტები წარმოადგინა.

გამოფენა რუსთაველის თეატრში დილიდან გაიხსნა და დამთვალიერებელს მთელი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ეროვნული ვალუტის - ლარის პირველი ემისიის მიმოქცევის ბანკნოტები და მონეტები, საკოლექციო დანიშნულების მონეტები, ლარის ბანკნოტებისაგან შექმნილი სუვენირები, განახლებული ლარისა და ეროვნული ვალუტის სიმბოლოს ფოტონამუშევრები.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ყვარლის ფულის მუზეუმში საგანმანათლებლო-შემეცნებით ტურს და ქართული ფულის გამოფენას უმასპინძლა.


სხვა სიახლეები