20 თეთრის ნომინალის მიმოქცევის დანიშნულების მონეტა იაპონურ იენთან ერთად სეტის სახით გაიყიდება

20 თეთრის ნომინალის მიმოქცევის დანიშნულების მონეტა იაპონურ იენთან ერთად სეტის სახით გაიყიდება

23 იანვარი, 2017
იაპონიის ზარაფხანამ საკოლექციო დანიშნულების სეტი გამოუშვა, რომელშიც იაპონურ მონეტებთან ერთად, ქართული 20 თეთრის ნომინალის მიმოქცევის დანიშნულების მონეტაცაა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბანკსა და იაპონიის ზარაფხანას შორის შეთანხმება 2016 წელს გაფორმდა.

სეტის პრეზენტაცია, იაპონიაში, საქართველოს საელჩოში გაიმართა. სულ დამზადდა 30 000 ცალი სეტი. სეტის სარეალიზაციო ღირებულება 2 100 იაპონური იენია და ის იაპონიაში გაიყიდება.

სხვა სიახლეები