შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკოს" აქტივები და ვალდებულებები აუქციონის გზით გაიყიდა

შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკოს" აქტივები და ვალდებულებები აუქციონის გზით გაიყიდა

30 ოქტომბერი, 2018
საქართველოს ეროვნული ბანკის განკარგულებით შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკოს" რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ლიკვიდატორმა "ბონაკოს" აქტივები და ვალდებულებები აუქციონის გზით სარეალიზაციოდ საფინანსო სექტორს შესთავაზა. 29 ოქტობერს გამართულ აუქციონზე შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკოს" აქტივები და ვალდებულებები სს "თიბისი ბანკმა" სრულად შეიძინა.

შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ, სს "თიბისი ბანკი" უზრუნველყოფს შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკოს" კრედიტორებისა და დებიტორების შეუფერხებელ მომსახურებას.
სხვა სიახლეები