ფულადი გზავნილები სექტემბერში

ფულადი გზავნილები სექტემბერში

16 ოქტომბერი, 2017

2017 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 124.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 306.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.2 პროცენტით (24.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.2 პროცენტი მოდიოდა.

 

ფულადი გზავნილების მოცულობა

სექტემბერი, 2017,

მლნ აშშ დოლარი

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

სექტემბერი, 2016

სექტემბერი, 2017

სულ  

124.4

100.0

100.0

ევროკავშირის ქვეყნები, სულ

38.8

31.1

31.2

მათ შორის:

 

 

 

იტალია

13.0

10.0

10.5

საბერძნეთი

13.0

10.8

10.5

გერმანია

3.1

2.5

2.5

ესპანეთი

3.1

2.4

2.5

გაერთიანებული სამეფო

1.6

1.9

1.2

საფრანგეთი

1.2

1.0

1.0

დანარჩენი ქვეყნები, სულ

85.6

68.9

68.8

მათ შორის:

 

 

 

რუსეთი

40.7

34.9

32.8

აშშ

12.6

12.2

10.1

ისრაელი

11.6

5.8

9.3

თურქეთი

9.5

7.4

7.7

უკრაინა

2.2

1.5

1.8

ყაზახეთი

1.5

0.9

1.2

აზერბაიჯანი

1.1

1.1

0.9

კანადა

1.1

0.8

0.9

2017 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.0 მლნ აშშ დოლარი (46.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.3 მლნ აშშ დოლარისა (35.4 მლნ ლარისა) გასული წლის სექტემბერში.

 

 

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/uploads/moneytransfers/money_transfers_by_countries_geo.xls

 

სხვა სიახლეები