ფულადი გზავნილები ნოემბერში

ფულადი გზავნილები ნოემბერში

12 დეკემბერი, 2014

2014 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 104.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 185.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 20.1 მლნ აშშ დოლარით (35.8 მლნ ლარით), ანუ 16.2 პროცენტით ნაკლებია 2013 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.



უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.5 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1.5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.1 პროცენტი მოდიოდა.

 

ფულადი გზავნილების მოცულობა
ნოემბერი, 2014,მლნ აშშ დოლარი 

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

ნოემბერი, 2013

ნოემბერი, 2014

სულ   

104.3

100.0

100.0

რუსეთი

45.8

52.8

43.9

საბერძნეთი

14.9

13.1

14.2

იტალია

8.9

7.4

8.6

აშშ

7.0

5.0

6.7

თურქეთი

5.8

3.2

5.5

ესპანეთი

2.3

1.7

2.2

უკრაინა

2.3

3.6

2.2

ისრაელი

2.1

1.3

2.0

გერმანია

2.1

1.3

2.0

ყაზახეთი

1.7

1.4

1.6

აზერბაიჯანი

1.6

1.2

1.6


2014 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.7 მლნ აშშ დოლარი (28.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.7 მლნ აშშ დოლარისა (24.7 მლნ ლარისა) გასული წლის ნოემბერში.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:

https://www.nbg.gov.ge/uploads/moneytransfers/money_transfers_by_countries_geo.xls

სხვა სიახლეები