ფულადი გზავნილები ნოემბერში

ფულადი გზავნილები ნოემბერში

15 დეკემბერი, 2016
2016 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 97.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 242.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 14.8 პროცენტით (12.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.7 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 88.8 პროცენტი მოდიოდა.

 

ფულადი გზავნილების მოცულობა

ნოემბერი, 2016,

მლნ აშშ დოლარი

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

ნოემბერი, 2015

ნოემბერი, 2016

სულ  

97.8

100.0

100.0

ევროკავშირის ქვეყნები, სულ

28.0

30.6

28.7

მათ შორის:

 

 

 

საბერძნეთი

8.5

10.2

8.7

იტალია

9.9

10.1

10.2

ესპანეთი

2.5

2.5

2.5

გერმანია

2.5

2.7

2.5

გაერთიანებული  სამეფო

1.1

1.4

1.1

დანარჩენი ქვეყნები, სულ

69.8

69.4

71.3

მათ შორის:

 

 

 

რუსეთი

35.4

39.2

36.2

აშშ

10.3

9.7

10.6

თურქეთი

8.1

5.8

8.3

ისრაელი

5.9

3.7

6.1

უკრაინა

2.0

2.1

2.1

აზერბაიჯანი

1.4

1.5

1.4


2016 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.1 მლნ აშშ დოლარი (42.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.7 მლნ აშშ დოლარისა (35.4 მლნ ლარისა) გასული წლის ნოემბერში.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:https://www.nbg.gov.ge/uploads/moneytransfer /money_transfers_by_countries_geo.xls

სხვა სიახლეები