ფულადი გზავნილები მარტში
2014 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 120.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 209.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 7.8 მლნ აშშ დოლარით (13.6 მლნ ლარით), ანუ 6.9 პროცენტით მეტია 2013 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.6 პროცენტი იმ 9 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1.5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 9 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 90.7 პროცენტი მოდიოდა.
|
ფულადი გზავნილების მოცულობა |
ხვედრითი წილი ფულადი |
|
მარტი, 2013 |
მარტი, 2014 |
||
სულ |
120.5 |
100.0 |
100.0 |
რუსეთი |
59.5 |
53.7 |
49.4 |
საბერძნეთი |
18.0 |
13.5 |
14.9 |
იტალია |
10.6 |
8.2 |
8.8 |
აშშ |
6.3 |
5.5 |
5.3 |
თურქეთი |
5.5 |
2.4 |
4.5 |
უკრაინა |
3.0 |
2.9 |
2.5 |
ესპანეთი |
2.6 |
1.8 |
2.1 |
გერმანია |
2.0 |
1.2 |
1.6 |
ისრაელი |
1.8 |
1.4 |
1.5 |
2014 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.2 მლნ აშშ დოლარი (24.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 11.3 მლნ აშშ დოლარისა (18.7 მლნ ლარი) გასული წლის მარტში.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306