ფულადი გზავნილები მარტში

ფულადი გზავნილები მარტში

15 აპრილი, 2015

2015 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 92.2 მლნ აშშ დოლარი, ანუ 202.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 28.4 მლნ აშშ დოლარით (62.2 მლნ ლარით), ანუ 23.5 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.6 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი მოდიოდა.

 

ფულადი გზავნილების მოცულობა მარტი, 2015, მლნ აშშ დოლარი 

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

მარტი, 2014

მარტი, 2015

სულ   

92.2

100.0

100.0

რუსეთი

34.3

49.4

37.2

საბერძნეთი

14.3

14.9

15.6

იტალია

8.9

8.8

9.6

აშშ

8.5

5.3

9.2

თურქეთი

6.6

4.5

7.2

ისრაელი

2.6

1.5

2.8

ესპანეთი

2.1

2.1

2.3

გერმანია

2.0

1.6

2.2

უკრაინა

1.6

2.5

1.7

აზერბაიჯანი

1.3

1.0

1.4

გაერთიანებული სამეფო

1.2

1.0

1.3

ყაზახეთი

1.1

1.0

1.2


2015 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.4 მლნ აშშ დოლარი (33.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.2 მლნ აშშ დოლარისა (24.6 მლნ ლარისა) გასული წლის მარტში.


 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/uploads/moneytransfers/money_transfers_by_countries_geo.xls

სხვა სიახლეები