ფულადი გზავნილები მაისში

ფულადი გზავნილები მაისში

16 ივნისი, 2015

2015 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 97.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 227.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 28.7 მლნ აშშ დოლარით (66.7 მლნ ლარით), ანუ 22.7 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.0 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი მოდიოდა.

 

ფულადი გზავნილების მოცულობა მაისი, 2015, მლნ აშშ დოლარი

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

მაისი, 2014

მაისი, 2015

სულ  

97.7

100.0

100.0

ევროკავშირის ქვეყნები,სულ

34.2

30.1

35.0

მათ შორის:

 

 

 

      საბერძნეთი

15.3

14.0

15.7

      იტალია

9.6

8.8

9.9

      ესპანეთი

2.3

2.0

2.4

      გერმანია

2.2

1.6

2.3

      გაერთიანებული   სამეფო

1.3

1.0

1.3

დანარჩენი ქვეყნები, სულ

63.5

69.9

65.0

მათ შორის:

 

 

 

      რუსეთი

37.6

50.8

38.5

      აშშ

8.5

5.5

8.7

      თურქეთი

6.3

4.5

6.5

      ისრაელი

2.4

1.5

2.5

      უკრაინა

1.7

1.8

1.8

      აზერბაიჯანი

1.4

1.0

1.4

      ყაზახეთი

1.2

1.1

1.2

2015 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.3 მლნ აშშ დოლარი (30.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.5 მლნ აშშ დოლარისა (25.5 მლნ ლარისა) გასული წლის მაისში.

 

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/uploads/moneytransfers/money_transfers_by_countries_geo.xls

სხვა სიახლეები