ფულადი გზავნილები ივნისში

ფულადი გზავნილები ივნისში

15 ივლისი, 2015

2015 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 100.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 227.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 20.8 პროცენტით (26.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2014 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.4 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი მოდიოდა.

 

ფულადი გზავნილების მოცულობა ივნისი, 2015, მლნ აშშ დოლარი

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

ივნისი, 2014

ივნისი, 2015

სულ  

100.4

100.0

100.0

ევროკავშირის ქვეყნები, სულ

31.4

30.0

31.3

მათ შორის:

 

 

 

      საბერძნეთი

13.8

14.5

13.7

      იტალია

8.7

8.2

8.6

      გერმანია

2.1

1.6

2.1

      ესპანეთი

2.1

1.9

2.1

      გაერთიანებული   სამეფო

1.3

1.2

1.3

დანარჩენი ქვეყნები, სულ

69.0

70.0

68.7

მათ შორის:

 

 

 

      რუსეთი

41.6

50.9

41.5

      აშშ

8.6

5.3

8.5

      თურქეთი

6.7

4.6

6.7

      ისრაელი

2.7

1.6

2.7

      უკრაინა

1.6

1.7

1.6

      ყაზახეთი

1.3

1.1

1.3

      აზერბაიჯანი

1.2

1.2

1.2

2015 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.3 მლნ აშშ დოლარი (32.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.1 მლნ აშშ დოლარისა (25.0 მლნ ლარისა) გასული წლის ივნისში.

 

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/uploads/moneytransfers/money_transfers_by_countries_geo.xls

სხვა სიახლეები