ფულადი გზავნილები ივლისში

ფულადი გზავნილები ივლისში

15 აგვისტო, 2014

2014 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 136.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 241.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 0.5 მლნ აშშ დოლარით (0.9 მლნ ლარით), ანუ 0.4 პროცენტით მეტია 2013 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.2 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1.5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.7 პროცენტი მოდიოდა.

 

 

ფულადი გზავნილების მოცულობა ივლისი, 2014, მლნ აშშ დოლარი 

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

ივლისი, 2013

ივლისი, 2014

სულ   

136.9

100.0

100.0

რუსეთი

72.6

56.0

53.0

საბერძნეთი

18.6

13.3

13.6

იტალია

10.6

6.7

7.7

აშშ

7.3

4.8

5.3

თურქეთი

5.1

3.0

3.7

ესპანეთი

2.4

1.6

1.8

უკრაინა

2.3

2.3

1.7

გერმანია

2.0

1.1

1.5

ისრაელი

1.8

1.5

1.3

ყაზახეთი

1.8

1.3

1.3

აზერბაიჯანი

1.6

0.9

1.2

გაერთიანებული სამეფო

1.5

1.2

1.1

 

2014 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.2 მლნ აშშ დოლარი (26.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 13.7 მლნ აშშ დოლარისა (22.7 მლნ ლარისა) გასული წლის ივლისში.

 

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/uploads/moneytransfers/money_transfers_by_countries_geo.xls

სხვა სიახლეები