ფულადი გზავნილები ივლისში
2016 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 100.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 235.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 10.4 პროცენტით (9.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 91.7 პროცენტი მოდიოდა.
|
ფულადი გზავნილების მოცულობა ივლისი, 2016, მლნ აშშ დოლარი |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,% |
|
ივლისი, 2015 |
ივლისი, 2016 |
||
სულ |
100.7 |
100.0 |
100.0 |
ევროკავშირის ქვეყნები, სულ |
31.0 |
21.9 |
30.8 |
მათ შორის: |
|
|
|
საბერძნეთი |
11.0 |
0.9 |
10.9 |
იტალია |
9.9 |
10.0 |
9.9 |
ესპანეთი |
2.7 |
2.5 |
2.7 |
გერმანია |
2.4 |
2.5 |
2.4 |
გაერთიანებული სამეფო |
1.4 |
2.3 |
1.4 |
საფრანგეთი |
1.0 |
1.0 |
1.0 |
დანარჩენი ქვეყნები, სულ |
69.7 |
78.1 |
69.2 |
მათ შორის: |
|
|
|
რუსეთი |
37.7 |
48.2 |
37.4 |
აშშ |
11.0 |
9.1 |
10.9 |
თურქეთი |
7.3 |
7.0 |
7.2 |
ისრაელი |
4.9 |
3.2 |
4.9 |
უკრაინა |
1.6 |
1.9 |
1.6 |
აზერბაიჯანი |
1.1 |
1.4 |
1.1 |
ყაზახეთი |
1.0 |
1.8 |
1.0 |
2016 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.7 მლნ აშშ დოლარი (36.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 12.6 მლნ აშშ დოლარისა (28.5 მლნ ლარისა) გასული წლის ივლისში.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე,
სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/uploads/moneytransfers/money_transfers_by_countries_geo.xls