ფულადი გზავნილები იანვარში

ფულადი გზავნილები იანვარში

16 თებერვალი, 2015

2015 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 75.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 146.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 23.0 მლნ აშშ დოლარით (44.6 მლნ ლარით), ანუ 23.3 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 87.0 პროცენტი იმ 9 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1.5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 9 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 89.6 პროცენტი მოდიოდა.

 

 

ფულადი გზავნილების მოცულობა იანვარი, 2015, მლნ აშშ დოლარი 

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

იანვარი, 2014

იანვარი, 2015

სულ   

75.5

100.0

100.0

რუსეთი

25.9

47.5

34.3

საბერძნეთი

12.2

15.0

16.2

იტალია

8.5

9.4

11.3

აშშ

6.5

5.5

8.7

თურქეთი

4.8

3.5

6.4

უკრაინა

2.0

3.7

2.7

ისრაელი

1.9

1.5

2.6

გერმანია

1.9

1.6

2.5

ესპანეთი

1.8

2.0

2.4

2015 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 12.5 მლნ აშშ დოლარი (24.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 12.0 მლნ აშშ დოლარისა (21.2 მლნ ლარისა) გასული წლის იანვარში.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/uploads/moneytransfers/money_transfers_by_countries_geo.xls

სხვა სიახლეები