ფულადი გზავნილები იანვარში

ფულადი გზავნილები იანვარში

15 თებერვალი, 2016

2016 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 66.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 162.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 11.8 პროცენტით (8.9 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2015 წლის იანვარის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 88.1 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 88.8 პროცენტი მოდიოდა.

 

 


ფულადი გზავნილების მოცულობა  იანვარი, 2016, მლნ აშშ დოლარი

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%


იანვარი, 2015


იანვარი, 2016

სულ  

66.5

100.0

100.0

ევროკავშირის ქვეყნები, სულ

24.3

37.5

36.6

მათ შორის:

 

 

 

იტალია

8.6

11.3

12.9

საბერძნეთი

7.9

16.2

11.8

გერმანია

2.0

2.5

3.1

ესპანეთი

1.9

2.4

2.9

გაერთიანებული  სამეფო

1.0

1.3

1.5

დანარჩენი ქვეყნები, სულ

42.2

62.5

63.4

მათ შორის:

 

 

 

რუსეთი

19.8

34.3

29.8

აშშ

7.5

8.7

11.3

თურქეთი

4.3

6.4

6.5

ისრაელი

3.2

2.6

4.8

უკრაინა

1.2

2.7

1.9

ერაყი

1.1

0.5

1.7

2016 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 11.9 მლნ აშშ დოლარი (29.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 12.5 მლნ აშშ დოლარისა (24.3 მლნ ლარისა) გასული წლის იანვარში.

           

                                   

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე :https://www.nbg.gov.ge/uploads/moneytransfers/money_transfers_by_countries_geo.xls

სხვა სიახლეები