ფულადი გზავნილები იანვარში

ფულადი გზავნილები იანვარში

15 თებერვალი, 2019

2019 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115.7 მლნ აშშ დოლარი (308.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 5.1 პროცენტით (5.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 

 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.0 პროცენტი იმ 15 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 15 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების  92.3 პროცენტი მოდიოდა.


 

ფულადი გზავნილების მოცულობა

(იანვარი, 2019)

მლნ აშშ დოლარი

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

იანვარი, 2018

იანვარი, 2019

სულ  

115.7

100.0

100.0

ევროკავშირის ქვეყნები, სულ

45.16

34.28

39.04

მათ შორის:

 

 

 

იტალია

17.54

12.49

15.16

საბერძნეთი

13.37

11.30

11.56

ესპანეთი

3.18

2.56

2.75

გერმანია

3.09

2.48

2.67

პოლონეთი

1.74

0.55

1.50

საფრანგეთი

1.69

1.12

1.46

გაერთიანებული სამეფო

1.08

1.01

0.94

დანარჩენი ქვეყნები, სულ

 

70.53

 

65.72

 

60.96

მათ შორის:

 

 

 

რუსეთი

27.60

28.10

23.85

ისრაელი

12.34

10.65

10.66

აშშ

12.31

9.74

10.64

თურქეთი

6.85

8.00

5.92

უკრაინა

1.91

1.66

1.65

აზერბაიჯანი

1.59

1.27

1.38

ყირგიზეთი

1.29

0.29

1.11

ყაზახეთი

1.21

0.76

1.04

 2019 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.5 მლნ აშშ დოლარი (41.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.0 მლნ აშშ დოლარისა (38.2 მლნ ლარისა) 2018 წლის იანვარში.

 

 

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/uploads/moneytransfers/money_transfers_by_countries_geo.xlsx

 

სხვა სიახლეები