ფულადი გზავნილები თებერვალში
2015 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 82.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 171.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 22.7 მლნ აშშ დოლარით (47.4 მლნ ლარით), ანუ 21.7 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.6 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი მოდიოდა.
|
ფულადი გზავნილების მოცულობა თებერვალი, 2015, მლნ აშშ დოლარი |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,% |
|
თებერვალი, 2014 |
თებერვალი, 2015 |
||
სულ |
82.0 |
100.0 |
100.0 |
რუსეთი |
28.2 |
48.3 |
34.4 |
საბერძნეთი |
13.7 |
15.5 |
16.7 |
იტალია |
9.0 |
8.9 |
10.9 |
აშშ |
7.2 |
5.3 |
8.7 |
თურქეთი |
5.8 |
4.1 |
7.0 |
ისრაელი |
2.2 |
1.4 |
2.7 |
ესპანეთი |
2.0 |
2.0 |
2.5 |
გერმანია |
2.0 |
1.6 |
2.4 |
უკრაინა |
1.4 |
2.7 |
1.7 |
აზერბაიჯანი |
1.3 |
1.1 |
1.6 |
გაერთიანებული სამეფო |
1.2 |
0.9 |
1.5 |
ყაზახეთი |
1.1 |
1.0 |
1.3 |
2015 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.6 მლნ აშშ დოლარი (30.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 12.6 მლნ აშშ დოლარისა (22.1 მლნ ლარისა) გასული წლის თებერვალში.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/uploads/moneytransfers/money_transfers_by_countries_geo.xls