ფულადი გზავნილები თებერვალში

ფულადი გზავნილები თებერვალში

15 მარტი, 2017

2017 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 94.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 248.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 17.9 პროცენტით (14.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.0 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 87.8 პროცენტი მოდიოდა.

 

ფულადი გზავნილების მოცულობა

თებერვალი, 2017,

მლნ აშშ დოლარი

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

თებერვალი, 2016

თებერვალი, 2017

სულ  

94.1

100.0

100.0

ევროკავშირის ქვეყნები, სულ

29.3

35.5

31.1

მათ შორის:

 

 

 

საბერძნეთ

10.1

11.6

10.7

იტალია

9.9

12.2

10.5

ესპანეთი

2.4

2.9

2.6

გერმანია

2.4

3.1

2.6

დანარჩენი ქვეყნები, სულ

64.8

64.5

68.9

მათ შორის:

 

 

 

რუსეთი

30.3

31.4

32.2

აშშ

10.2

11.0

10.8

თურქეთი

7.6

6.2

8.1

ისრაელი

7.6

5.0

8.0

უკრაინა

1.9

1.9

2.0

აზერბაიჯანი

1.2

1.1

1.3

გაერთიანებული სამეფო

1.0

1.5

1.1

2017 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.6 მლნ აშშ დოლარი (38.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.7 მლნ აშშ დოლარისა (39.0 მლნ ლარისა) გასული წლის თებერვალში.

 

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/uploads/moneytransfers/money_transfers_by_countries_geo.xls

 

სხვა სიახლეები