ფულადი გზავნილები დეკემბერში

ფულადი გზავნილები დეკემბერში

16 იანვარი, 2017

2016 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 119.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 315.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 16.7 პროცენტით (17.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.6 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი მოდიოდა.

 

 

ფულადი გზავნილების მოცულობა

დეკემბერი, 2016,

მლნ აშშ დოლარი

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

დეკემბერი, 2015

დეკემბერი, 2016

სულ  

119.0

100.0

100.0

ევროკავშირის ქვეყნები, სულ

35.8

30.7

30.1

მათ შორის:

 

 

 

იტალია

12.3

10.7

10.3

საბერძნეთი

11.9

9.5

10.0

ესპანეთი

2.9

2.6

2.5

გერმანია

2.9

2.8

2.4

გაერთიანებული  სამეფო

1.3

1.3

1.1

საფრანგეთი

1.2

1.0

1.0

დანარჩენი ქვეყნები, სულ

83.2

69.3

69.9

მათ შორის:

 

 

 

რუსეთი

41.5

39.8

34.9

აშშ

14.1

10.0

11.9

თურქეთი

8.3

5.4

7.0

ისრაელი

7.1

3.6

6.0

უკრაინა

2.5

2.2

2.1

აზერბაიჯანი

1.9

1.4

1.6

ერაყი

1.1

1.4

0.9

ყაზახეთი

1.1

1.1

0.9

2016 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.2 მლნ აშშ დოლარი (48.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.8 მლნ აშშ დოლარისა (42.6 მლნ ლარისა) გასული წლის დეკემბერში.

 

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/uploads/moneytransfers/money_transfers_by_countries_geo.xls

სხვა სიახლეები