ფულადი გზავნილები აგვისტოში

ფულადი გზავნილები აგვისტოში

15 სექტემბერი, 2015

2015 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 84.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 195.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 35.1 პროცენტით (45.7 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2014 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.


უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.4 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.1 პროცენტი მოდიოდა.

 

 

 ფულადი გზავნილების მოცულობა აგვისტო, 2015, მლნ აშშ დოლარი

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

აგვისტო, 2014

აგვისტო, 2015

სულ  

84.4

100.0

100.0

ევროკავშირის ქვეყნები, სულ

19.9

28.7

23.6

მათ შორის:

 

 

 

      იტალია

8.9

8.3

10.6

      ესპანეთი

2.5

1.9

3.0

      გერმანია

2.2

1.5

2.6

      გაერთიანებული  სამეფო

1.5

1.1

1.8

      საბერძნეთი

1.2

13.1

1.4

დანარჩენი ქვეყნები, სულ

64.5

71.3

76.4

მათ შორის:

 

 

 

რუსეთი

37.6

52.0

44.5

აშშ

8.6

5.5

10.2

თურქეთი

6.0

4.0

7.1

ისრაელი

2.8

2.1

3.3

უკრაინა

1.6

1.8

1.9

აზერბაიჯანი

1.4

1.2

1.6

ყაზახეთი

1.2

1.3

1.4

2015 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 12.5 მლნ აშშ დოლარი (29.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.6 მლნ აშშ დოლარისა (27.4 მლნ ლარისა) გასული წლის აგვისტოში.




წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/uploads/moneytransfers/money_transfers_by_countries_geo.xls

სხვა სიახლეები