ფულადი გზავნილები აგვისტოში

ფულადი გზავნილები აგვისტოში

15 სექტემბერი, 2016

2016 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 105.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 245.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 25.3 პროცენტით (21.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 


უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.7 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 92.1 პროცენტი მოდიოდა.


 

ფულადი გზავნილების მოცულობა

აგვისტო, 2016,

 მლნ აშშ დოლარი

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

აგვისტო, 2015

აგვისტო, 2016

სულ  

105.8

100.0

100.0

ევროკავშირის ქვეყნები, სულ

32.6

23.6

30.8

მათ შორის:

 

 

 

იტალია

10.5

10.6

10.0

საბერძნეთი

10.4

1.4

9.8

ესპანეთი

3.0

3.0

2.8

გაერთიანებული  სამეფო

2.4

1.8

2.2

გერმანია

2.4

2.6

2.2

საფრანგეთი

1.2

1.0

1.2

დანარჩენი ქვეყნები, სულ

73.2

76.4

69.2

მათ შორის:

 

 

 

რუსეთი

37.0

44.5

34.9

აშშ

11.7

10.2

11.1

თურქეთი

8.0

7.1

7.6

ისრაელი

5.5

3.3

5.2

აზერბაიჯანი

2.5

1.6

2.4

უკრაინა

1.7

1.9

1.6

კანადა

1.1

0.8

1.1

ყაზახეთი

1.1

1.4

1.0


2016 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.3 მლნ აშშ დოლარი (40.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 12.5 მლნ აშშ დოლარისა (29.0 მლნ ლარისა) გასული წლის აგვისტოში.

 

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/uploads/moneytransfers/money_transfers_by_countries_geo.xls

სხვა სიახლეები