ფულადი გზავნილების მოცულობა 2009 წლის თებერვალში

ფულადი გზავნილების მოცულობა 2009 წლის თებერვალში

17 მარტი, 2009

2009 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 52.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.9 მლნ აშშ დოლარით, ანუ 19.8 პროცენტით ნაკლებია 2008 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება რუსეთიდან მათი ნაკადების 12.1 მლნ აშშ დოლარით, ანუ 30.9 პროცენტით კლებამ გამოიწვია. სხვა ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ნაკადები, მეტ-ნაკლებად, იმავე დონეზე დარჩა.

ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 87.1 პროცენტი იმ შვიდ უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის თებერვალში აღნიშნულ შვიდ ქვეყანაზე ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 89.8 პროცენტი მოდიოდა.

ქვეყნები

ფულადი გზავნილების მოცულობა, მლნ აშშ დოლარი  

თებერვალი, 2009

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში, %

თებერვალი, 2008

თებერვალი, 2009

სულ     

52.4

100.0

100.0

რუსეთი

27.1

60.0

51.7

აშშ

4.8

7.7

9.1

უკრაინა

3.9

7.4

7.4

იტალია

3.5

4.7

6.7

საბერძნეთი

3.3

5.2

6.3

თურქეთი

1.8

2.1

3.5

ესპანეთი

1.3

2.6

2.5

აღსანიშნავია, რომ 2009 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 5.7 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა (განსხვავებით 6.4 მლნ აშშ დოლარისა 2008 წლის თებერვალში): გადარიცხვები შემცირდა რუსეთსა და სომხეთში – სულ 683.7 ათასი აშშ დოლარით, ხოლო აშშ-ში, თურქეთში, უკრაინაში, ისრაელსა და იტალიაში გადარიცხული გზავნილები გაიზარდა სულ 374.3 ათასი აშშ დოლარით.

გასული საანგარიშო თვის განმავლობაში უცხოეთიდან თანხის გადმოგზავნისას სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემებს შორის ლიდერობდა: Western Union-ი – 25.8, Anelik-ი – 14.1, Contact-ი – 12.1, Unistream-ი – 11.3, Money Gram-ი – 9.1, Ria – 5.8, Быстрая почта – 4.4, Leader-ი – 4.2, Intel Express-ი – 4.1 პროცენტით.

საქართველოდან ფულადი გზავნილების განხორციელებისას პოპულარობით სარგებლობდა: Western Union-ი 51.6 პროცენტით, Anelik-ი – 14.0, Быстрая почта – 9.8, Leader-ი – 4.5, Unistream-ი – 4.9, Contact-ი – 3.9, Money Gram-ი – 2.9 პროცენტით.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში, მისამართზე:

http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

 

 

სხვა სიახლეები