ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება
წყარო: სებ; საქსტატი
* სესხები მოიცავს ბანკების და მიკროსაფინანსო
ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხებსა და ასევე, კომპანიების მიერ ადგილობრივად გამოშვებულ ობლიგაციებს.
** სესხების მშპ-თან ფარდობის გაპი წარმოადგენს
სესხების მშპ-თან ფარდობის სხვაობას მისი გრძელვადიანი ტრენდიდან. ტრენდის შესაფასებლად, ბაზელის რეკომენდაციის შესაბამისად,
გამოყენებულია HP ფილტრი.
კომიტეტის შეფასებით, საქართველოს ფინანსური სისტემა პოტენციური შოკების მიმართ მდგრადობას ინარჩუნებს. საბანკო სექტორი მაღალკაპიტალიზირებული და ლიკვიდურია და მომგებიანობის მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს, ხოლო უმოქმედო სესხების წილი მთლიან დაკრედიტებაში კვლავაც დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკრედიტო ციკლის აღმავალ ფაზაში უმოქმედო სესხების წილი, როგორც წესი, შემცირებით ხასიათდება. აქედან გამომდინარე, არ უნდა მოხდეს აღნიშნული მაჩვენებლის ზედმეტად ოპტიმისტურად შეფასება.
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და საჭიროებისამებრ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2020 წლის 26 თებერვალს გაიმართება.