ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

20 დეკემბერი, 2016
20 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა და ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს (ისტორიული კოლხეთის), როგორც სამონეტო ცივილიზაციის ერთ-ერთი ადრეული კერის წარმოჩენას მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობაში.

ეროვნული ბანკი, მემორანდუმის ფარგლებში, მუზეუმს გადასცემს მის მიერ გამოშვებულ როგორც საკოლექციო, ასევე მიმოქცევის დანიშნულების ბანკნოტებსა და მონეტებს, რომლებიც სამომავლოდ მუზეუმის საგამოფენო სივრცეში განთავსდება.


ასევე, მემორანდუმის ფარგლებში, ეროვნული მუზეუმი ეროვნულ ბანკთან ერთად განახორციელებს შემეცნებით-სასწავლო პროექტებს კულტურის, მეცნიერებისა და ისტორიის სფეროში.


"დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომლის მიხედვით მუზეუმს გადავცემთ ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ბანკნოტებსა და მონეტებს, რომლებიც განთავსდება ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში. როგორც წესი, ფულის ისტორიას ქვეყნის პოლიტიკისა და ეკონომიკის ისტორიის საკითხების გაშუქებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ვფიქრობთ აღიშნული თანამშრომლობა მუზეუმისა და ზოგადად ქვეყნის ვიზიტორებისთვის მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა.

სხვა სიახლეები