სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მეოთხე მიმოხილვა დაასრულა. ამ პროგრამას სსფ მხარს უჭერს გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით

სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მეოთხე მიმოხილვა დაასრულა. ამ პროგრამას სსფ მხარს უჭერს გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით

20 ივნისი, 2019
  • საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავაც კარგია: ეკონომიკის ზრდის ტემპი მდგრადია, ინფლაცია კონტროლს ექვემდებარება, ხოლო საგარეო ფაქტორების მიმართ ქვეყნის მოწყვლადობა შემცირებულია.
  • ხელისუფლების რეფორმების გეგმის შესრულების გაგრძელება კვლავაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მდგრადი და ინკლუზიური ზრდის უზრუნველსაყოფად.
  • ფართომასშტაბიანი განათლების რეფორმა აუცილებელია განათლების ხარისხის ზრდისთვის, ასევე სამუშაო ძალის უნარჩვევებსა და სამუშაოს მოთხოვნებს შორის არსებული შეუსაბამობის შესამცირებლად.

19 ივნისს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მეოთხე მიმოხილვა დაასრულა. აღნიშნულ პროგრამას საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს სამწლიანი "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" (Extended Fund Facility (EFF)). ამ მიმოხილვის დასრულებისთანავე საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება 30 მილიონი ეს-დე-ერი (დაახლოებით 41.4 მილიონი აშშ დოლარი), შედეგად პროგრამის ფარგლებში მთლიანი ჩამორიცხვები 150 მილიონ ეს-დე-ერს (დაახლოებით 207.2 მილიონ აშშ დოლარს) გაუთანაბრდება. საქართველოს პროგრამა, რომლის მთლიანი მოცულობა 210 მილიონ ეს-დე-ერს (საქართველოს ქვოტის 100 პროცენტს) შეადგენს სსფ-ს აღამსრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებული იქნა 2017 წლის 12 აპრილს. (პროგრამის დაწყების ამსახველი პრეს რელიზი: Press Release No. 17/130).

აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომის დასასრულს ბატონმა დევიდ ლიპტონმა, სსფ-ს მმართველი დირექტორის პირველმა მოადგილემ და სხდომის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, განაცხადა შემდეგი:

‘'საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავაც კარგია: ეკონომიკის ზრდის ტემპი მდგრადია, ინფლაცია კონტროლს ექვემდებარება, ხოლო საგარეო ფაქტორების მიმართ ქვეყნის მოწყვლადობა შემცირებულია. მიუხედევად ამ პოზიტიური პერსპექტივისა, ქვეყნის ხელისუფლება უნდა მზად იყოს გაუმკლავდეს საგარეო ვითარების შესაძლო უარყოფითი შედეგების გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე. ამისთვის ქვეყანამ უნდა გააგრძელოს სტრუქტურული რეფორმების განხორციელება მაღალი და მეტად ინკლუზიური ზრდის ხელშესაწყობად.

"ფისკალური დეფიციტი სტაბილური იქნება როგორც 2019 წელს ასევე საშუალოვადიან პერიოდში, რაც ადასტურებს, რომ ქვეყანა ფისკალური მდგრადობის მიზნის ერთგული რჩება. საჯარო განათლებაზე მიმართული მაღალი ხარჯი დაბალანსდება ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ტემპის კლებით. განათლების სექტორში გასაწევ ხარჯთან დაკავშირებით, აღვნიშნავთ, რომ ხელფასის მატება შეიძლება ეფექტური იყოს მხოლოდ სხვა ღონისძიებების პარალელურად, რაც განათლების ხარისხის ზრდას ითვალისწინებს და განათლების რეფორმის საფუძვლიან დაგეგმვას მოითხოვს.

"მონეტარული პოლიტიკა კვლავ მართებულად არის მიმართული ფასების სტაბილურობაზე. რადგან ბოლოდროინდელ ფასების მატებას დროებითი ფაქტორები განაპირობებს, ნეიტრალუტრი მონეტარული პოზიციის შენარჩუნება შესაფერისი პასუხია. კრედიტის გაცემის პირობების გამკაცრებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, დაწია კრედიტის ზრდის ზემპი მდგრად დონემდე. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი, მოქნილ გაცვლით კურსთან ერთად, და სავალუტო ბაზარზე ჩარევები რეზერვების ზრდის მიზნით საქართველოს კარგ სამსახურს უწევს.

"ხელისუფლების რეფორმების გეგმის შესრულების გაგრძელება კვლავაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მდგრადი და ინკლუზიური ზრდის უზრუნველსაყოფად. ხელისუფლება ახორციელებს განათლების რეფორმას რათა შეამციროს შეუსაბამობა სამუშაო ძალის უნარჩვევებსა და სამუშაოს მოთხოვნებს შორის. ახალი კანონი გადახდისუუნარობის შესახებ, საპენსიო სააგენტოს სრულად ამუშავება, სამართლებრივი სფეროს ტრანსპრენტულობის და დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფ რეფორმებთან ერთად ხელს შეუწყობს ინვესტიციების მობილიზებას. ენერგეტიკის ბაზრის რეფორმა გაზრდის კონკურენციას ამ ბაზარზე და ხელს შეუწყობს ეფექტურობის ზრდას.

"გონივრული პოლიტიკა და შემდგომი რეფორმები სსფ-ს პროგრამის შესაბამისად ხელს შეუყობს მიღწეული შედეგების შენარჩუნებას, გაზრდის ეკონომიკის მედეგობას და უზრუნველყოფს მაღალ და მეტად ინკლუზიურ ზრდას".

საქართველო: ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური პარამეტრები 2016-2020

სხვა სიახლეები