2020 წლის 6 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 187 265 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.000%-ით, მაქსიმალური 9.380%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.318%-ით განისაზღვრა.
კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 9.375% შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.