2020 წლის 6 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 115 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.150%–ით, მაქსიმალური 9.350%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.198%–ით განისაზღვრა.